logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერის დავალება დროული იყო
- +

12 იანვარი. 2017. 12:36



თბილისის მერის დავით ნარმანია განცხადებით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით პრემიერის დავალება დროული იყო და თუ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა აღიკვეთოს.


ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან ამ საკითხზე პერიოდულად ისმის წუხილი. ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი მოსახლეობა ამ საკითხზე პერიოდულად წუხს და უკვე რამდენიმე წელია ამაზე საუბარი მიდის, რამდენად დროულია პრემიერის დავალება, ნარმანიამ უპასუხა, რომ ამაზე რეაგირება ხდებოდა.


პრემიერის დავალება იყო დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საკითხი იყოს შესწავლილი და თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, უნდა იქნას აღკვეთილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ღამის კლუბებში არასრულწლოვნების პროსტიტუციის აღკვეთის მიზნით სიტუაციის შესწავლა დაავალა.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner