logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების მიხედვით, მას მერაბიშვილმა და ადეიშვილმა უთხრეს, რომ ეიძულებინათ აქიმიძე და დვალი, დაეთმოთ „რუსთავი 2“-ის წილი
- +

21 ივლისი. 2019. 18:52

 

 

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდის მიხედვით, რომელიც დავით დვალმა „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა, ერთ-ერთ შეხვედრაზე მას ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა უთხრეს, რომ აქიმიძე და დვალი „რუსთავი 2“-ის წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

 

„მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს, რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

 

დავით დვალმა „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდი, რომელი სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner