logo_geo
eng_logo
ალკოჰოლური სასმელების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 11:24

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე,  აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, 3700 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

 

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner