logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში მომხდარი ქურდობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

5 ოქტომბერი. 2019. 13:24

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ძ., ქურდობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მდებარე 2 საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 3 ნოუთბუქი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner