logo_geo
eng_logo
შსს: დეპუტატის მიერ ქალზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 21:35

 

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ, მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და მისი თანაშემწე უკვე გამოიკითხა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს; 138-ე მუხლით, რომელიც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის რაიონის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, მისივე თანაშემწე, ​ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თოდაძე ამბობს, რომ მას ძალადობის კვალი მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ეტყობა, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატი გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner