logo_geo
eng_logo
პოლიციამ გ. მუხაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 12:41

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1937 წელს დაბადებული ლ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების  ბრალდებით დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გ. მუხაძის ქუჩაზე, ნათლულს - 1977 წელს დაბადებულ კ.გ.-ს, წარსულში დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ლ.ლ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.  დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ამოღებულია  ნივთმტკიცებად. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს  108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner