logo_geo
eng_logo
სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
- +

11 ნოემბერი. 2019. 16:53

 

10 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ნ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 6181.88 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (62.6 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6181.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner