logo_geo
eng_logo
მტკვარში ბავშვი დაიხრჩო
- +

17 ივნისი. 2020. 18:16

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოზარდის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 112-მა ერთი მოზარდის გადარჩენა შეძლო მდინარე მტკვარზე, ხოლო მეორე მოზარდი გაუჩინარდა.

 

სამაშველ-სამძებრო ღონისძიების შემდეგ კი, მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

 

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ და დაუყონებლივ სჭირდებოდათ მაშველების დახმარება.

 

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველების მისვლისას, 1 მოზარდი გამოყვანილი იყო ნაპირზე, ერთი მცირეწლოვანი კი, მდინარის ჩქარი დინების გამო, გაუჩინარდა წყალში და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

 

მაშველებმა მყისიერად დაიწყეს სამაშველო-საძიებო ოპერაცია როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე.  სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა,  სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა და დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი," - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი არასრულწლოვანი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბავშვები ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner