logo_geo
eng_logo
სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი ყალიბდება
- +

12 იანვარი. 2017. 14:35



იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორები კონკურსის წესით შეირჩევიან.


კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილია უკვე კონკრეტული ვადები. საბჭომ დაიწყო მუშაობა, ჩვენ ამ კვირაშიც გვაქვს სხდომა, სადაც იურიდულ სამსახურს მიეცემა დავალება, რომ მომზადდეს, ის კანონქვემდებარე იურიდიული აქტები, რომლებიც რიგი დებულებების ასამოქმედებლად იქნება საჭირო, მათ შორის დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ასამოქმედებლად. მოგეხსენებათ, ის იქნება საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესით განწესდება და ბუნებრივია, საბჭო მობილიზებულია, რომ კანონის ეს განაწესი სრულყოფილად ვადებში იქნას შესრულებული. ბუნებრივია, გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით მოხდება თანამდებობის დაკავება. კრიტერიუმები ის არის, რომ უნდა იყოს იურისტი და უნდა ჰქონდეს პროფესიული გამოცდილება მინიმუმ 10-წლიანი ვადით მაინც. ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ კანონის მოთხოვნებს და ყველა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საჭირო იქნება ამ ინსტიტუტის ასამოქმედებლად საბჭოს მიერ იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.


დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა მართლმსაჯულების სისტემის ე.წ. მესამე ტალღის ფარგლებში გადაწყდა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner