logo_geo
eng_logo
თემურ ქეცბაია Squawka Football-ის მიერ შედგენილ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებში მოხვდა
- +

19 ნოემბერი. 2019. 01:37



თემურ ქეცბაია, რომელიც ''ნიუკასლში'' 1997-2000 წლებში ასპარეზობდა, Squawka Football-ის მიერ შედგენილ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებში მოხვდა.

 

ქეცბაიამ პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების 75 პროცენტი საჯარიმოს გარედან შეაგდო.

 

ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ პედრო მენდეშს (95), თუგაის (90), გრანიტ ჯაკას (86), ტომ ჰადლსტოუნს (83). ტომას ჰიცშპერგერსა (80) და ხაბი ალონსოს (79) ჩამორჩება.

 

ქეცბაიას მსგავსად გოლების 75 პროცენტი საჯარიმოს გარედან დიტმარ ჰამანმა, დინ გორდონმა და რაიან ტეილორმა გაიტანეს. ასე რომ ''ნიუკასლის'' ყოფილი შემტევი საუკეთესო ათეულშია.

 

პედრო მენდეში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერ ლიგაში ექვსივე გოლი საჯარიმოს გარედან შეაგდო.

 

''ანორთოსისის'' ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი უსწრებს კაილ უოლკერს, ადელ ტაარაბტს, დავიდ ჟინოლას, ფილ ნევილს, სტილიან პეტროვსა და დენი მილსს.


წყარო: ფეისბუქგვერდი Total Sports / ტოტალური სპორტი

თემურ ქეცბაიამ პრემიერ ლიგაში 8 გოლი გაიტანა, რაც ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მას მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება ''მანჩესტერ სიტის'' ლეგენდარული ქართველი მოთამაშე გიორგი ქინქლაძე.

 

ქეცბაიამ 8 გატანილი გოლიდან 6 საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით შეაგდო. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დარტყმის სიძლიერით ქეცბაია ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაზეც ქვემოთ მოცემული სტატისტიკაც მიუთითებს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner