logo_geo
eng_logo
"დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის მეორე ადგილის მფლობელია
- +

12 იანვარი. 2020. 22:03

 

გერმანიაში გამართულ ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისი", რომლის კაპიტანი ცნობილი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძეა, მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

 

ტურნირთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს: "ძალიან მაგარი ტურნირი იყო, სადაც “დინამო თბილისმა” წარმატებით იასპარეზა, გავხდით პირველები A ჯგუფში, გადავედით ჯერ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში. მართალია ფინალში დავმარცხდით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ - "დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

 

ნახევარფინალში ბრემენის "ვერდერი" ანგარიშით 5:2 დავამარცხეთ.


ფინალური შეხვედრა ბერლინის "ჰერტასთან" გავმართეთ, რომელიც ბერლინის "ჰერტას" გამარჯვებით დასრულდა".

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner