logo_geo
eng_logo
ქართველი წყალბურთელების ისტორიული გამარჯვება საფრანგეთში
- +

14 იანვარი. 2020. 21:44

 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, 16 იანვარს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

      

2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს. ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე მეოთხედ ასპარეზობს. საფრანგეთთან გამარჯვებით, რევაზ ჩომახიძის გუნდი ახლოსაა ისტორიაში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებასთან.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner