logo_geo
eng_logo
„ზეიმობს მთელი ქვეყანა“ - უეფამ უდიდეს ჰიტებში კოტე მახარაძის ფრაზა შეიყვანა
- +

14 მაისი. 2020. 00:15

 

 

კოტე მახარაძის ფრაზა კომენტატორთა უეფას უდიდეს ჰიტებში მოხვდა. ამ ფრაზის გამო მახარაძე საბჭოთა 'კგბ'-მ დაიბარა

 

ზუსტად 39 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში აღმოსავლეთგერმანული კარლ ცაისი 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველი და ერთადერთი ევროთასი მოიპოვა.

 

"წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში! ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა - თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს".

 

ეს ფრაზა ლეგენდარულმა ქართველმა კომენტატორმა და მსახიობმა რუსულად თქვა, რადგან პირდაპირი რეპორტაჟი გერმანიიდან საბჭოთა ტელევიზიით გადაიცემოდა. 

 

"ეს ფრაზა საბჭოთა კომენტატორმა კოტე მახარაძემ თქვა, რომელიც ქართველი იყო. ამ კომენტარის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ "ქვეყანას" გულისხმობდა ის. რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა", - წერს უეფას ოფიციალური საიტი.

 

უეფას მიერ შეგროვებული კომენტატორების ყველა დროის უდიდესი ჰიტების ნახვა აქ არის შესაძლებელი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner