logo_geo
eng_logo
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას ახალ გუნდში გადასვლას ეხმიანება
- +

9 ივლისი. 2020. 18:41

 

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას ახალ გუნდში გადასვლას ეხმიანება და განმარტავს, რომ თორნიკე ნებისმიერ გუნდში ყოფნისას დაიცავს სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. ფედერაცია განცხადებას  Facebook-გვერდზე აქვეყნებს.

 

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!“ - წერია განცხადებაში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner