logo_geo
eng_logo
ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში გაიმარჯვა
- +

17 თებერვალი. 2019. 00:28

 

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. ქუთაისელმა გოგონებმა, რომლებიც „ჩელენჯ II“ ჯგუფში გამოდიან, დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური „პორვო“ ანგარიშით 16:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი „ქუთაისმა“ დანიური „კოპენჰაგენი“ ანგარიშით 8:6 დაამარცხა. ხვალ საქართველოს ჩემპიონი ბელგრადის „ბასკს“ შეხვდება.

 

„ჩელენჯ II“-ის გუნდებს შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო. „ქუთაისთან“ ერთად ჯგუფში ფინური „პორვო“, დანიური „კოპენჰაგენი“ და სერბეთის „ბასკო“ ასპარეზობენ. „ქუთაისი“ 10 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner