logo_geo
eng_logo
დავით ქირია მსოფლიო ჩემპიონი გახდა
- +

24 თებერვალი. 2019. 14:49

 

 

ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ ჩემპიონობა მოიპოვა. მან ფინალში ჩინელი ფენგ შინგლი დაამარცხა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველობის გამარჯვებული კარიერაში მესამედ გახდა.

 

„ამ წუთებში ჩამოვედი რინგიდან. მადლობას გიხდით ყველას. ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ქირიამ.

 

Kunlunfight-ი ჩინური კიკბოქსინგის ტურნირია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და 2015 წელს წლის საუკეთესო ღონისძიების ჯილდოც გადაეცა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner