logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს პასუხი მოჰყვა
- +

11 ნოემბერი. 2019. 19:25

 

წყალტუბოსთვის დამუშავდება განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება  შვეიცარული  „კოლენ პარტნერსის“  მიერ გაკეთებულ კვლევას.

 

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოს აღორძინებასთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს პასუხი მოყვა”  - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

 

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ორი ძირითადი ფაქტორით. პირველ რიგში იმით, რომ  საზოგადოებრივ ჯგუფებს საშუალება მიეცათ პროექტის საწყის ეტაპზევე ჰქონოდათ კომუნიკაცია ოფიციალურ პირებთან და მიეღოთ სრული ინფორმაცია. მეორე - აღსანიშნავია, რომ უკვე ამ ეტაპზე ცხადი ხდება, თუ როგორ მოხდება კურორტის რეაბილიტაცია.

 

დღეს საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა მინისტრებმა, საზოგადოებრივ ჯგუფებს გააცნეს რამდენიმე ეტაპიანი გეგმა, თუ როგორ წარიმართება პროცესი. შეხვედრას წინ უძღვოდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წერილობითი განცხადება წყალტუბოს შესახებ, სადაც საუბარი იყო პროექტის რისკებზე და ჩამოყალიბებული იყო წინაპირობები, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ რისკების პრევენციისთვის.

 

საზოგადოებამ დღეს შეიტყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ - წყალტუბოსთვის დამუშავდება განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც დაეფუძნება 5 წლის წინ, შვეიცარული  „კოლენ პარტნერსის“ მიერ გაკეთებულ კვლევას. გენგეგმა უზრუნველყოფს კურორტის და ქალაქის მიზნობრივ და მთლიან განვითარებას

გავიგეთ ისიც, რომ კულტურულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა იქნება წყალტუბოს განსაკუთრებული ღირებულება და მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია .

 

დღევანდელი შეხვედრიდან ასევე შევიტყვეთ ციფრებიც - 22 სასტუმრო, ექვსიდან რვა ათასამდე დასაქმებული, ვიზიტორთა წლიური ბრუნვა რვაასი ათასამდე, რეაბილიტაციის ფარგლებში დახარჯული სამი მილიარდი ლარი, კურორტის გახსნა კი სამ წელიწადში.

 

სამინისტროები უკვე ფიქრობენ, თუ როგორ ისარგებლოს ადგილობრივმა საწარმოებმა, ბიზნესმენებმა და მოქალაქეებმა ჩასადები ინვესტიციით, რათა მოხდეს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი პროდუქციის გამოყენება და შესაბამის საწარმოთა განვითარება.

 

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ქონების გადაცემა მოხდება აუქციონის წესით და კერძო სექტორის დაინტერესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა სრული მზაობა მთელი კურორტის რეაბილიტაციისათვის, მისივე თქმით, იგი არ არის დაინტერესებული ფლობდეს ამ ქონებას.

 

შესაბამისად, მზადაა მიჰყიდოს კერძო სექტორს ნომინალურ ფასად, როგორც დასრულებული პროექტები, ასევე დღესვე დაუთმოს ობიექტები, ინტერესის გამოხატვის შემთხვევაშიც” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner