logo_geo
eng_logo
საქართველოში ხვალიდან 4 აგვისტომდე წვიმა და ზღვაზე ორ-სამ ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი
- +

31 ივლისი. 2020. 15:39

 

 

საქართველოში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმა არის მოსალოდნელი, მათ შორის, ზოგან ძლიერი.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ასევე შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე ორ-სამ ბალიანი ღელვა.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner