logo_geo
eng_logo
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს
- +

2 აგვისტო. 2020. 15:30

 

 

ბათუმში,  წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის  დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ილიაობის აღნიშვნის ტრადიცია 2014 წელს აღდგა.

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის მერიაში უახლოეს პერიოდში შეიქნება სპეციალური კომისია, რომელიც ილია ჭავჭავაძის უკვდავ სიტყვებს - ,,მამული, ენა სარწმუნოება“ ქალაქს დაუბრუნებს.

 

 ,,ჩვენს თანამემამულეებს მინდა მივულოცო ილიაობა - წმინდა ილია მართლის ხსენების დღე. ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. ღირებულებები, რომელიც მან დასახა, საფუძვლად დაედო ჩვენ მიერ მოპოვებულ თავისუფლებას. სწორედ მისი დამსახურებით გაღვივდა საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენი ვალია, განსაკუთრებულად დავაფასოთ ამ უდიდესი ქართველის, ჩვენთვის საამაყო ადამიანის მოღვაწეობა.

 

ასევე, განსაკუთრებულად და გულითადად მინდა მივულოცო მისი ანგელოზის დღე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ” - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

მისივე განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, რომელზეც კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner