logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება
- +

1 ივლისი. 2019. 19:06

 

 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება. ინფორმაციას სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

 

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ე.წ. საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთის ე.წ. ტრანსპორტის სამმართველოს ხელმძღვანელი რობესტან გაბელია და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ტრანსპორტისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატრაძ სანაკოევი მოაწერს ხელს.

 

ასევე ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ცხინვალის რეგიონში 24 ივლისს ჩავა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner