logo_geo
eng_logo
ენგურზე გალიდან კიდევ რამდენიმე აბიტურიენტი გამოატარეს
- +

1 ივლისი. 2019. 19:11

 

 

ენგურის ხიდიდან ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ რამდენიმე აბიტურიენტს წამოსვლის საშუალება მისცეს.

 

აბიტურიენტები ზუგდიდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად გადმოსვლას ცდილობენ.

 

დილიდან 6 აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა, თუმცა ნაწილი გადასვლის „ნებართვას“ ელოდებოდა.

 

ხიდის გადმოკვეთა, დაახლოებით, 10-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ შეძლო.

 

აბიტურიენტების თქმით, რუსმა სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ე.წ. საზღვარზე წლევანდელი კურსდამთავრებულები გამოეტარებინათ.

 

აბიტურიენტები ენგურის ხიდთან დილის რვა საათიდან ელოდებოდნენ.

 

ე. წ. საზღვარი დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობამ 27 ივნისს ჩაკეტა ცალმხრივად.

 

 

right_banner
არქივი
right_banner