logo_geo
eng_logo
კარლ ჰერცელი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებაზე: ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები
- +

13 სექტემბერი. 2019. 11:39

 

 

„ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰერცელმა ჟურნალისტებს ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

 

კარლ ჰერცელის თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინფორმირება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება.

 

„ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ცხადია, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მუდმივი კავშირი. ვგულისხმობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ევროკავშირის ინფორმირება იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება“, - განაცხადა კარლ ჰერცელმა.

 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ქართულმა მხარემ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ რიგი ქმედებები მოჰყვა და ისინი საქართველოს აღნიშნული ბლოკპოსტის დაშლას სთხოვდნენ.

 

6 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე „სასაზღვრო პოსტის“ მშენებლობა დაიწყეს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner