logo_geo
eng_logo
„გაზპრომი“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლების გაზიფიცირებას აპირებს
- +

24 სექტემბერი. 2019. 10:50

 

„გაზპრომი“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლების გაზიფიცირებას აპირებს.

 

როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ საუბარი სანქტ-პეტერბურგში, „გაზპრომის“ მმართველ ალექსეი მილიერისა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრაზე შედგა.

 

„საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთში ბუნებრივი აირის ექსპორტს. განვიხილეთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გაზიფიცირების პროექტის რეალიზაციის ვადები“, – ნათქვამია რუსული მედიის ინფორმაციაში.

 

2009 წელს რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის მაგისტრალური გაზსადენი აამოქმედა. 2010 წლის აპრილში კი მოსკოვმა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა „გაზპრომთან“ „თანამშრომლობის შეთანხმება“ გააფორმეს, რომელიც 2029 წლამდე „რეგიონში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმას მოიცავს“.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner