logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება
- +

30 სექტემბერი. 2019. 13:48

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ეროვნული დღესასწაულის -გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება“, - ნათქვამია მიმართვაში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner