logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

30 სექტემბერი. 2019. 18:56

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

 

სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადება გახდა.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუდენკომ და კოვემ ასევე განიხილეს „რუსულ-აფხაზური ურთიერთობების აქტუალური საკითხები და საგარეო პოლიტიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები“.

 

შეგახსენებთ, ანდრეი რუდენკო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 19 სექტემბერს დაინიშნა.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner