logo_geo
eng_logo
ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეხუთე შეხვედრა იმართება
- +

1 ოქტომბერი. 2019. 14:39

 

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეხუთე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლისა და მიზეზის გარეშე დაუკავშირეს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს.

 

„დღეს ვიხილავთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი პირდაპირ, ყოველგვარი ობიექტური საფუძვლისა და მიზეზის გარეშე დაუკავშირეს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ დღევანდელ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, რაც უკავშირდება მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას, მათი ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას, მიუღებელია, რომ ეს იყოს ვაჭრობის საგანი.

 

ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო მდებარეობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, ის გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი ერთადერთი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა.

 

ჩვენ არაერთგზის ვყოფილვართ იმის მოწმენი, რომ რაღაც გამოგონილი მიზეზების გამო ხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეჩერების მცდელობა. შარშანდელი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, როცა ასეთი ფორმატის შეჩერება მოხდა გაურკვეველი მიზეზით, როგორც ერგნეთში ასევე, აფხაზეთის მიმართულებით. ნებისმიერ არგუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს მოყვანილი და ნათქვამი, რომ ფორმატი არ გაგრძელდება, ესაა უკიდურესად დესტრუქციული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. სწორედ აღნიშნული ფორმატი არის მოწოდებული ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, ჰუმანიტარული და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. ხვალინდელ შეხვედრაზე დასტური ჯერ არ მიგვიღია“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner