logo_geo
eng_logo
რაულ ხაჯიმბა: ვტოვებ უფლებამოსილებას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის
- +

13 იანვარი. 2020. 14:52

 

„მინდა, გაცნობით, რომ ვტოვებ უფლებამოსილებას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი დე-ფაქტო ლიდერის რაულ ხაჯიმბას მიმართვაშია ნათქვამი.

 

მისი განცხადებით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავიდან აეცილებინა დაპირისპირება მოსახლეობაში და პირობას დებს, რომ მომავალშიც ყველაფერს იზამს „ქვეყნის განვითარებისთვის“.

 

შეგახსენებთ, გადამდგარმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

 

ცნობისთვის, ე.წ. არჩევნები აფხაზეთში 2019 წლის სექტემბერში გაიმართა, სადაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ, ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ ლიდერი, ალხან კვიცინია დაახლოებით 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები „არჩევნების“ შედეგებს არ ეთანხმებოდნენ და მის ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner