logo_geo
eng_logo
რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი და მისი მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს
- +

3 თებერვალი. 2020. 19:37

 

 

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის რუსი მრჩევლისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს. როგორც რუსული მედია იუწყება, იგორ გალი და მისი მეუღლე გარდაცვლილი საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.

 

რუსული მედიის ცნობით, მათი დაღუპვის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

 

იგორ გალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში 2016 წლიდან იმყოფებოდა და ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner