logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მორიგი პასუხი მადამ „ჩემბერლენს“!
- +

6 აგვისტო. 2019. 23:30

 

 

 

მორიგი პასუხი მადამ „ჩემბერლენს“!

 

***

 

არ ისვენებს ეს ნამეტნავად აქტიური მდედრი. დღე არ გადის, რომ მორიგი სისულელეები არ წამოროშოს.

 

ჰოდა, რამდენჯერაც წამოაყრანტალებს ჩემს გვარს, იმდენჯერ დავუბრუნებ ხურდას. ღვთის წყალობით, დრო მაქვს ამ გაგანია აგვისტოში.

 

აგერ, გუშინაც, თურმე, იბჟუტურა, მაგრამ რა იბჟუტურა - ჩადო მიწაში „პოლიტიკური მოწინააღმდეგენი“. განსაკუთრებით, ერთი!!! აი, ის, მამა-შვილი დითირამბებს რომ უმღეროდა, ერთადერთ მშველელად ქვეყნისა რომ მიაჩნდათ ის და მხოლოდ ის! საზღვარგარეთ ძმის მკურნალობა რომ ათეულ ათასობით დოლარით დაუფინანსა; მამამისს რომ, თურმე, ყოველთვე ხუთ ათას ლარიან დახმარებას აძლევდა (ეკუთვნოდა და იმიტომო) და მის განსასვენებელ ადგილად რომ საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად მთაწმინდის პანთეონი გადაუწყვიტა (პირადად მე ასე მგონია)...

 

მაინც ვერ მოგვისყიდა და ვერც მოგვისყიდავსო, ისეთი რიხით განაცხადა, რომ... ვფიქრობ, თუ ვინმე ფულს შეთავაზებს, არ იტყვის უარს. აღება-გამოყენების საქმეში „მორკინალის დედოფალს“ არაფერი შეეშლება. ალღო და დროის შეგრძნება გენეტიკურად თანდაყოლილ ნიშან-თვისებად აქვს, ისევე, როგორც ღალატის, მედროვეობის, ლანძღვა-გინების...

 

სხვათაშორის, ქვემოთ რომ ნახავთ ვიდეოს, სწორედ ამ „ალღოიანობაზე“ მეტყველებს ეს ჩანაწერი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ მგზნებარე სიტყვას ტრიბუნი ჩარკვიანის ასული იმ დროს წარმოთქვამს, როცა ელოდება კულტურის მინისტრის მოადგილედ გამწესებას.

 

და როცა სამინისტროში ნაჩქარევად და ჯიქურ მისული, არ მოერიდნენ მის სქესს და გამოაპანღურეს, მერე ნელ-ნელა შეიცვალა ტონალობა და რიტორიკა. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: რეალური T A K O !!!!

 

ამ ვიდეომიმართვის ავტორს, ჟურნალისტ ნინო ლაბარტყავას რომ ტროლობას დააბრალებს და ათასგვარ უბედურებას, ეს ყველაფერი წინაა.

 

...მე იმ ტელევიზიებისაც მესმის, ამ გაგანია ზაფხულში რეიტინგის აწევა რომ უნდათ და მიმართავენ ტრადიციულ „მეთოდს“: სეირს ტელეეკრანზე! მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ჭკუათხელებთან ხშირი კონტაქტი ინფექციაა და გადამდები...

 

არ გეჩვენებათ, რომ ნელ-ნელა ზოგიერთი ტელეწამყვანი რიტორიკით ემსგავსება TAKO-ს, რომელიც უკვე პროფესიონალ ტელე- და მომიტინგე კლოუნად ჩამოყალიბდა?!.

 

ვინმე სპეციალისტმა რომ მონახოს დრო და გაანალიზოს მისი საჯარო გამოსვლები, TAKO-ს ქართულ მეტყველებას და წიგნიერებას ვინ ჩივა, უმალ აღმოაჩენს...

 

ქართულ პოლიტლექსიკაში ანეგდოტად ქცეული შეძახილი - „აუუუუ, რამდენი ვართ!“ - აღქმულია, როგორც  დიაგნოზი. არა მარტო მხედველობადაქვეითებულის...

 

ერთი სიტყვით, სამკურნალოა ეს „პუბლიცისტკა“ - უკვე „პარტიის ლიდერი“ და, ბოლოს, ვატყობ, მაინც გულჩვილ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს მისი „გადარჩენა“.

 

კარგად ვიცნობ ასეთი ტიპაჟის ჯიშ-ჯილაგს და, გავიმეორებ ზემოთქმულს: არ იტყვის „მოუსყიდველი“ მდედრი ამაზე უარს.

 

http://exclusivenews.ge/post/147440?fbclid=IwAR3w8sLaFlXShRUtI9VVTPMxmb7e5ZGaLorXUxoVEV87FCBtsWu9tWuL_mM

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner