logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: სწორი პოლიტიკის შედეგად ეკონომიკის გაორმაგება და უმუშევრობის მინიმუმამდე დაყვანა 5-6 წელიწადშია შესაძლებელი
- +

6 დეკემბერი. 2019. 14:40

 

 

 

1991 წელს საქართველოს მოსახლეობა 5,4 მილიონს შეადგენდა. შემდეგ მოსახლეობამ დაიწყო მკვეთრი კლება და 2003 წელს 4,3 მილიონამდე დავიდა ანუ დავკარგეთ 1,1 მილიონი ადამიანი. თითქმის სრულად წავიდნენ რუსები(341 000), უკრაინელები(52 000), ბერძნები(100 000), ებრაელები(24 000); წავიდა ბევრი სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი(160 000. აქედან მხოლოდ 65 000 ცხოვრობდა სამაჩაბლოში), სათვალავს გამოაკლდა აფხაზეთში და ცხინვალში დარჩენილი მოსახლეობა და რა თქმა უნდა, ბევრი ქართველი. 2003-2013 წლებში კიდევ 628 000 ადამიანი მოგვაკლდა და 2014 წელს 3,7 მილიონი აღგვწერეს, რაც დღემდე მეტ-ნაკლებად ნარჩუნდება. თუმცა, ბევრი ამ ციფრიდანაც „დროებით“ გასული იყო და არის საზღვარგარეთ. უხეში დათვლებით, დღეს მილიონზე მეტი ისეთი მოქალაქეა საზღვარგარეთ, ვინც სამშობლოსთან მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ურთიერთობას. ამ ადამიანების დიდი ნაწილი თავის ოჯახის წევრებს ფინანსურად ეხმარება და საგრძნობლადაც, ხშირ შემთხვევაში ინახავენ რამდენიმე სულიან ოჯახს. გამოდის, რომ მინიმუმ მილიონამდე ადამიანი საქართველოში ფინანსურად დამოკიდებულია უცხოეთში მყოფ ნათესავზე ან ოჯახის წევრზე.

 

ივანიშვილის ბოლო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ცდილობს ემიგრანტებს ევროპის ქვეყნებში ლეგალურად მუშაობის საშუალება ჰქონდეთ, სწორედ ამ ხალხზეა გათვლილი. ემიგრანტები არჩევნებში არ აქტიურობენ, მაგრამ საკუთარი ოჯახის წევრებს საქართველოში რეკომენდაციას აუცილებლად გაუწევენ, თუ ვის მისცენ ხმა. ქართველი ემიგრანტების ლეგალურად მუშაობა ევროპაში ნიშნავს მათი შემოსავლის მინიმუმ 30-50%-ით ზრდას, ჯანდაცვის ევროპული დაზღვევის, იპოთეკის აღების და სამშობლოში ოჯახთან „სტუმრობის“ შესაძლებლობას. მართალია, ფორმა „აქ ვერ ვქმნით საკმარის სამუშაო ადგილს და ევროპაში მოგეხმარებით ლეგალიზებაში“ კლასიკურ პოლიტიკურ ეთიკაში არ ჯდება, მაგრამ არჩევნებში მეტი ხმის მისაღებად ტექნოლოგიურად სწორად გათვლილია.

 

ვფიქრობ, საქართველოში სწორი ეკონომიკური და აგრარული პოლიტიკის შედეგად ეკონომიკის გაორმაგება და უმუშევრობის მინიმუმამდე დაყვანა 5-6 წელიწადშია შესაძლებელი, ხოლო ემიგრანტების დიდი ნაწილის დაბრუნება კი 10 წელიწადში.

 

ირაკლი გოგავა

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner