logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ოპოზიციის გარდაცვალება საქართველოში...
- +

8 იანვარი. 2020. 21:59

 

ე.წ. ოპოზიციამ გარდაცვალება დაიწყო ჯერ კიდევ  ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის დაწყების დღიდანვე !

 

დიახ, კოჰაბიტაცია არის შემოქმედი იმ პროცესისა, რომელსაც შედეგად ე.წ. ოპოზიციის გარდაცვალება მოჰყვა!

 

„ვირის აბანოსათვის“ გამზადებულმა  ნაცლიდერებმა იგრძნეს რა თავი სამშვიდობოზე, 2019 წლის გაზაფხულიდან იწყეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვადასხვა რევოლუციური სცენარების მომზადება!

 

დაიწყეს ბათუმით, გააგრძელეს „ბასიანით“, მიაყოლეს პანკისი, გავრილოვი, ჯაჭვ-ბოქლომები და წელი დაასრულეს პროსკრიპციებით ანუ „შავი სიებით!“

 

დიახ, დიახ(როგორც უყვარს თქმა მათ ერთ-ერთ ლიდერს) საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ  „შავი სიებით“ აშკარად გამოკვეთა თავისი   ნეობოლშევიკური და ნეოტროცკისტური პლატფორმა-სახე!

 

პროსკრიპციები (ძვ. რომში კანონგარეშე გამოცხადებულ პირთა სიები, რომლებსაც ქალაქის ფორუმზე საჯაროდ აქვეყნებდნენ ) ანუ იგივე „შავი სიები“ დაიწყო ლუციუს კორნელიუს სულამ, წარმატებით გაგრძელა ბოლშევიკებმა,მწვერვალზე აიყვანა 2003-2012 წლების  „ვარდოსნებმა“, ხოლო შობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეებში ახალი ძალით „გაამშვენა“ ვარდოსანთა „ღირსეულმა“ მემკვიდრე ე.წ. გაერთიანებულმა და მათზე მიტმასნებულმა ე.წ. ოპოზიციამ!

 

პროსკრიპციებით ანუ „შავი სიებით“ აქაური ე.წ. ოპოზიციონერები სახელმწიფო და სამოქალაქო პირებთან ერთად არ ინდობენ სასულიერო პირებსაც და პირადად კათოლიკოს-პატრიარქსაც!

 

არავითარი ახალი იდეები ქვეყნის წინსვლა-განვითარებისათვის, არავითარი ახალი ეკონომიკური ხედვები!

 

მათი ხედვა ერთია!

 

ძალაუფლება ისე მოსწყურდათ!

 

არ ღალატობენ ჩვეულებას და მულტფილმ „სიზმარას“ გავლენით!

 

სიზმარშიაც კი ადგენენ სიებს!

 

ვინ დაასახიჩრონ, ვინ დააპატიმრონ, ვინ დახვრიტონ, ვინ ჩამოახრჩონ,

 

იცით რა მაკვირვებს!

 

  1. როგორ არის ამ ამბების შემდეგ ამ ოპოზიციურ ერთობასთან თანხმობაში ბნი დავით უსუფაშვილი!

 

 

  1. როგორ ახმოვანებს პროსკრიპციებს ანუ „შავ სიებს“ ბნი კახა კოჟორიძე!

დანარჩენნი?!

 

არ მაკვირვებენ ვინაიდან-„კოკასა შიგა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!“

 

და ამ სუბიექტებს სურთ არჩევნების მოგება?!

 

და ქვეყანაში ცვლილებები?!

 

ამიტომაც  გასული წლის ბოლოს საახალწლოდ!

 

საქართველოში სამწუხაროდ უკვე  ოპოზიციად წოდებული ე.წ. ოპოზიცია  გარდაიცვალა!

 

ასეთი მძიმე შემთხვევის დროს სამარგალოში იტყვიან: „ვავა ჩქინ ცოდა, ვავა!“

 

და ამ დროს!

 

ოპოზიცია აუცილებლად სჭირდება ქვეყანას!

 

ოღონდაც!

 

მტერთან თანამშრომლობაში ეჭქვმიუტანელი, კონსტრუქციული და სამშობლოს მოყვარული!

 

მაგრამ,  სად არის სად?!

 

 

ავტორი: ედიშერ გვენეტაძე

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner