logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: დეზინფექციას ეკლესიის ენაზე სურნელოვანი ზეთი, ჰქვია და ისეთი ანტივირუსული ძალა აქვს, რომ თვით სატანაც კი ვერ უძლებს
- +

6 მარტი. 2020. 01:26

 

 

ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების მსურველთა საყურადღებოდ!

 

 

მამისმინე შვილო!

 

 

შენ რომ დეზინფექციას ეძახი, მაგას ეკლესიის ენაზე სურნელოვანი ზეთი, საკმეველი და ნაკურთხი წყალი ჰქვია და ისეთი ანტივირუსული ძალა აქვს, რომ თვით სატანაც კი ვერ უძლებს და ფიზიკურად გული უჩერდება, როგორც კი მისი სურნელი მოხვდება ცხვირში!

 

 

მასეთი, კმევით, ზეთის ცხებით და წყლის სხურებით "დეზინფექცია" ტაძრებში ყოველდღე ტარდება და მაგიტომაცაა, შენ და შენნაირ "ბაქტერიებს" იქაურობასთან სათოფეზე მიკარების რომ გეშინიათ და ქუჩის გადაღმიდან რომ აფრქვევთ ათას შტერულ "სიბრძნეს"!

 

 

არც ჩემი სიტყვების შემოწმებაა ძნელი და შეგიძლიათ შეხვიდეთ და საკუთარი თვალით დაინახავთ, რავარი მძიმე "გრიპი" ხართ ნორმალური ადამიანებისთვის!

 

 

მიხვდით ახლა რა არის ნამდვილი დეზინფექცია?!

 

 

right_banner
არქივი
right_banner