logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: რა დააშავა ასეთი, როგორ გაიმეტეთ უჯიშოებო?
- +

17 ივლისი. 2020. 21:31

 

 

ვერ ვწყნარდები, ვერც ვიძინებ ამ საყვარელი, ცისფერთვალება ბიჭის დარდით, სულ თვალწინ მიდგას, როგორ გარბოდა და ეს მოზვერივით  გაცხოველებული არაკაცები მისდევდნენ ზმუილით. ან რა დარტყმა იმას უნდოდა, რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია, რა დააშავა ასეთი, რააა, როგორ გაიმეტეთ თქვე უჯიშოებოო?

 

 თუ ამდენი ძალა და ღონე გერჩით, წაეთრიეთ და ზუსტად მაგ ადგილიდან 20 კილომეტრში რუსები  დაათრევენ შენი ქვეყნის საზღვარს აქეთ-იქეთ და იმათ გაუსწორდით. თანახმა ვარ, გალიაში იჯდეთ და მთელი ქვეყანა გიყურებდეთ რომ ერთი ყლუპი წყლით მეტი არ დალიოთ და ბალახი ჭამოთ, მთელი ცხოვრება შვილმკვდარი დედის ტირილი გასმენინონ, იცით რამდენ დედას მოუკალით გულიიიი, რამდენმა დაიტირა გიორგიი??? ვაიიი, თქვენს დედებს და თქვენს გამზრდელებს, ცოცხალი ლეშები ხართ!

 

 

right_banner
არქივი
right_banner