logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: მეგიტარე ხიდის ქვეშ!
- +

3 აგვისტო. 2020. 21:27

 

 

წინამდებარე ფოტოებს, რომლებიც მდინარე არაგვზე გადებული ხიდის ქვეშ ნიკუტა გვარამიას მიერ მოწყობილი მორიგი შოუს ვიდეოკადრებს წარმოადგენს, სათაურს დიდხანს ვურჩევდი...

 

იმის გათვალისწინებით, რომ არაგვზე გადებული ხიდი მართლაც თვალსაჩინოდ გრძელია, ხოლო წყალში შეცურებული ნიკუტა გვარამია და მისი „ბრაშკა“ ცხრა ხიდზე არიან გადამხტარი და არამც და არამც არ იძირებიან, ნებსით თუ უნებლიეთ, იოსებ გრიშაშვილის ცნობილი ლექსი ამეკვიატა, რომელიც მან 1935 წელს თბილისში ჩელუსკინელების ხიდის გახსნის დროს წარმოთქვა – „ამაზე გრძელი, ამაზე დიდი... ჯერ არ მინახავს მე მტკვარზე ხიდი!“

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩემთვის გავიფიქრე – მოდი, წინამდებარე წერილის სათაურად სწორედ „ამაზე გრძელი, ამაზე დიდი“–ს შევარჩევ–მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ გვარამია და მისი პორნოსტუდია „ამაზე გრძელით და ამაზე დიდით“ მხოლოდ კმაყოფილი იქნებოდა და არჩევანი „წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა“–ზე შევაჩერე, თუმცა, უმალ გადავიფიქრე ქართული ფოლკლორის მანათობელი ბრილიანტის „განდაგანას“ წაბილწვა და ამ საშარო საქმეს განვერიდე.

 

და აი, ჩვენ წინაშეა „მეგიტარე ხიდის ქვეშ“, რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს როგორც ქართველი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, ისე ჩემს პირად დამოკიდებულებას ამ უზნეო და გახრწნილი არსების მიმართ, რომელიც თავისი „თანამეცხედრის“ გიორგი გაბუნიას „გასუხარებას“ ამზადებდა!

 

ცნობილი გამოთქმა – „მეგიტარე ხიდის ქვეშ„ საბჭოური პერიოდის ზმა გახლავთ, რომელსაც ცხადია, ორმაგი დატვირთვა აქვს. ნიკუტა გვარამია თავისი რენომეთი და ცხოვრების წესით აბსოლუტურად შეესატყვისება იმ შინაარსს, რომელსაც ეს ფრთიანი გამოთქმა თავის თავში მოიცავს. გვარამია, როგორც ნამუსახდილი ჯალათი, ხიდის ქვეშ იდგება, ხიდის თავში თუ ხიდის ბოლოში, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ის თავის ხროვასთან ერთად ასრულებს ზურაბ ჟვანიას, ბადრი პატარკაციშვილის, გურამ შარაძისა და იმ ასეულობით ახალგაზრდის მკვლელების დავალებას, რომელთა რიცხვი დღემდე დაუზუსტებელია. მტკვრისა და არაგვის შესართავთან გვარამია მიკროფონით ხელში იმისთვის არ მისულა, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა გახსნას ან მიხეილ ლერმონტოვის მსგავსად საუკუნეებს ელაპარაკოს და ახალი „მწირი“ შექმნას: ის დაცვისა და ნაპირზე დარჩენილი ღორ-ძაღლების თანხლებით ერთადერთი საქმისთვის გაისარჯა – შექმნას იმის განცდა და ანტურაჟი, თითქოს ქვეყანაში ახალგაზრდებს ხოცავენ, ხოლო ხელისუფლებაში მკვლელებს ხელს აფარებენ! ამ საქმეში მას მხარს უმშვენებენ ის ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებიც სპეცსამსახურებთან ჯერ კიდევ შორეული 80-იანი წლებიდან უკანალით არიან მიერთებული!

 

მოკლედ, ჩვენ წინაშეა რთული პოლიტიკური რებუსი – არაგვზე გადებული ხიდის ქვეშ შეცურებული მეგიტარე გვარამია დღევანდელ ხელისუფლებასთან უკანალით მიერთებულ აგენტებთან ერთად დღევანდელი ხელისუფლების მხილებას ცდილობს! ამოცანა გვეკითხება – ვისია და ვის თამაშს თამაშობს ნიკუტა გვარამია, რომლის წინააღმდეგაც, ჩვენი ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ არავინ არაფერს იძიებს და გვარამიაც თავისუფალ რეჟიმში დააკუნტრუშებს ნამუსახდილ უკანალს?

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner