logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: სასიკვდილო ინექცია, ანუ „ნაცკარმუშკის“ კარმუშინა ჟვანიას მკვლელობის საიდუმლოს ამხელს!
- +

3 აგვისტო. 2020. 22:27

 

 

„ასავალ-დასავალის“ წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ვის „კარმუშკაზეა“ კარმუშინა“, ვწერდით, თუ როგორ მიაბა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის „ამოსაყირავებლად“ ნაცბანდამ თავისი ჯიბის რუსი ექსპერტი და სააკაშვილის მგზნებარე ფანი გალინა კარმუშინა! თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ კი ეს კარმუშინა უკვე ერთდროულად ორ ფრონტზე გაამწესეს დივერსანტად!

 

საქართველოში ტურისტულ გიდად მომუშავე ნაცექსპერტი გალინა კარმუშინა საზოგადოების ყურადღების თვალსაწიერში მას შემდეგ მოექცა, რაც ნიკუტა გვარამიამ თავისი ტელებოსლის პირდაპირ ეთერში დააბრეხვებინა, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ოთხი დღე კი ეძებდნენ, მაგრამ ის ოთხი დღის კი არა, ორი დღის მკვდარი იყოო! ანუ კარმუშინამ ხელისუფლების დისკრედიტაციის „აცდაკვეთა“ შეასრულა – შაქარაშვილი დაკარგვიდან ორი დღე ცოცხალი იყო და მერე ჩააგდეს წყალშიო!

 

მას შემდეგ, რაც ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ეს ნაცი კარმუშინა ახლა ამ საქმეს მიაწებეს ექსპერტად!“ ჰოდა, კარმუშინამაც არ დაახანა და ახალი დივერსია გადმოანთხია:

 

  1. ბაჩალიაშვილის ცხედარი სავსეა ბუზების კვერცხებით, ანუ ის დახურულ მანქანაში კი არა, ღია სივრცეშია მკვდარიო!

 

  1. ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი წამლების ფირფიტა შეიძლება კვალის ასახვევად არის ჩადებული და გოგონა სასიკვდილო ინექციით არის მოკლულიო!

 

ბუზის კვერცხებზე დიდ დროს არ დავხარჯავ, რადგან სანამ თამარ ბაჩალიაშვილი მანქანის მინებს ამოწევდა, ეს მინები ღია ჰქონდა და ბუზი თავისუფლად შეიძლება შეფრენილიყო. აქ ერთობ საგულისხმო კარმუშინას მიერ გაჟღერებული „სასიკვდილო ინექციის“ საკითხია, რამაც უმალ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გაგვახსენა. არადა, შეიძლება, ბევრს არც ახსოვს, რომ „ჟვანიას საქმეშიც“ ფიგურირებდა იდუმალებით მოცული ნანემსრები!

 

რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუებში აცხადებდა, რომ მისი შვილი ჯერ ხელით მოახრჩვეს, შემდეგ კი ორგანიზმში შხამი შეუყვანეს და ისევე, როგორც გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგოლა ჟვანია, იაშარ უსუპოვიც ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ბარამიძეს ასახელებდა!

 

„გამოძიება მიმდინარეობს იმ მიმართულებით, როგორ და რით არიან მოკლულები. გაზის გაგუდვის ვერსია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. გაზის გაგუდვის ვერსია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. ეს მხოლოდ სააკაშვილსა და მის მომხრეებს აწყობდათ და აწყობთ ახლაც. გაზი იმ საღამოს ბინაში არ იყო და გაზით როგორ გაიგუდებოდნენ?

 

ჩემს შვილს ყელზე ჰქონდა ზოლი, ძალიან წვრილად ეტყობოდა მკერდზე ნანემსარი. დღეს ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ სხეულში შხამი შეუშვეს. როგორც ჩანს, მანქანაში რომ იჯდა, უკნიდან ყელზე მოუჭირეს ხელი, ასე გათიშეს და მერე მის ორგანიზმში შხამი შეუშვეს“, – სიტყვა-სიტყვით აი, ამას ამბობდა იაშარ უსუპოვი.

 

რა თქმა უნდა, სააკაშვილის გამოძიებამ ფეხებზე დაიკიდა რაულ უსუპოვის სხეულზე მამის მიერ შემჩნეული ნანემსარიც და ისიც, რომ დახურულ ბინაში მისი ცალი ფეხსაცმელი ვერ აღმოაჩინეს!

 

რაც შეეხება ჟვანიას სხეულზე ნაპოვნ ნანემსარს, მისი ცხედარი შემდეგ ზედ ნანემსარზე ისე გაკვეთეს, რომ იგი საერთოდ გაქრა! თანაც ეს საქმე დღემდე საგულდაგულოდ არის ჩაფარცხული, რადგან პრემიერის მკვლელობის კვალი სააკაშვილამდე მიდის, ეს კი კატეგრიულად არ აძლევს ხელს „ნაცბანდასთან“ კოჰაბიტირებულ „ქოცნების“ ხელისუფლებას!

 

მოკლედ, ეჭვიც არ მეპარება, ეს ნანემსარების თემაც ნაცკარმუშინას სწორედ თავისი ნაცკრიმინალური მეურნეობიდან ჩააწვეთეს! აბა, სასიკვდილო ინექციის მკეთებლები ეგენი არიან და! ანუ მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო!

 

მოკლედ, კარმუშინამ იმდენი იხტუნა, ფაქტობრივად, ჟვანიას მკვლელობის საიდუმლო გაამჟღავნა! ანდა, უფრო ზუსტი იქნება, ვთქვათ: ნაცბანდამ იმდენი იხტუნა, რომ თავის „კარმუშკაზე“ მბმულ კარმუშინას ჟვანიას მკლველობის საიდუმლო გაამჟღავნებინა! დიახ, იმდენად დიდია ნაცხროვის სურვილი, ხელისუფლების დისკრედიტაციით ქვეყანაში კვლავ რევოლუციის დროშა ააფრიალოს, რომ ვეღარც კი აფერხებს საკუთარი დანაშაულებრივი ილეთებისა და ხრიკების სააშკარაოზე გამოტანას!

 

სულ უფრო ცხადი ხდება ისიც, რომ ეს რუსეთის მოქალაქე გალინა კარმუშინა მხოლოდ ნაცების მარიონეტი კი არა, საქართველოში დესტაბილიზაციის ნაცურ-რუსული გეგმის მონაწილეა! ამიტომაც მიაწებეს ეს გიდი-ექსპერტი ტრაგიკულად დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესაც, რომელიც დესტაბილიზაციისთვის სურთ გამოიყენონ.

 

ჰოდა, ამ ხელისუფლებამაც, თუ რაიმეს შნო აქვს, მართლაც გამოიძიოს და სააშკარაოზე გამოიტანოს ის, რაც ხელისგულზე დავუდეთ: ვინ არის, ვისი დავალებით მოქმედებს და როგორ აპირებს საქართველოში არეულობის მოწყობას რუსეთის მოქალაქე, ქართველთმოძულე და სააკაშვილის ფანი გალინა კარმუშინა!

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner