logo_geo
eng_logo
ცოლ-ქმარი გა-უტიაშვილები, როგორც პუტინის პამპერსის პამპერსები
- +

11 აგვისტო. 2020. 18:26

 

 

2020 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლისთავზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ჯიბის ტელევიზიების „ჩიტ-კორესპონდენტებს“ ჩვეული პირდაპირობით მიახალა – „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული ოკუპაციის თანაავტორია და 2008 წელს პუტინი საქართველოში თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა შემოიყვანაო!

 

ირაკლი ღარიბაშვილის ეს შეფასება აბსოლუტურად სწორი და რეალისტური რომ არის, ამას თუნდაც ის გამაოგნებელი განცხადებები ადასტურებს, რომლებსაც ნაცრეჟიმის ნარჩენები აგვისტოს ომთან დაკავშირებით აკეთებენ.

 

„აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა...“ – ეს სააკაშვილის რეჟიმის „ხერხემლის“ ვანო მერაბიშვილის შსს-ს ანალ-იტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის უ-ანალ-იტიკურესი დასკვნაა! ანუ ეს კლინიკური იდიოტი, რომელმაც ისე გაუტია, რომ უტიაშვილი კი არა, გა-უტიაშვილი უნდა დავუძახოთ, პირდაპირ ამბობს – აგვისტოს ომმა ჩვენ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და საერთო-ქართული ტრაგედია კი არა, დიდი სიკეთეაო!

 

მოდი და, ნუ დაიჯერებ, რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მიზანმიმართულად არ ჩააბეს საქართველო ამ სასაკლაოში! ამას აგერ, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ანალ-იტიკოსი ამბობს თავისი ღრუთი, ხომ არაფერს ვიგონებთ?!

 

აი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, ამ გა-უტიაშვილის აზრით, იმიტომაც არის ცუდი და უმაქნისი, რომ კიდევ ერთი ომი არ გააიმასქნა რუსეთთან – კიდევ ერთი ათი წელი რომ ამოგვესუნთქა რუსული დათვისგან კიდევ ერთხელ დატორილებს:

 

„დღეს უკვე ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა და „ქართული ოცნების“ უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს, უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წვრთნების კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა. აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი – ანაკლიის პორტი გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია – „რუსთავი-2“ დაანგრიეს და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დასავლეთს კი ჯერჯერობით, სძინავს“, – წერს შოთა გა-უტიაშვილი!

 

აბა, როგორია გა-უტიაშვილისეული სატანისტური მსხვერპლთშეწირვის ანალ-იტიკა?!

 

და ეს სატანისტური მსხვერპლშეწირვა რომ საერთო-ნაცური იდეოლოგიური ბაზისია, გაუტიაშვილის თანამეცხედრე – „ნაც-ჭურნალისტი“ და ნიკიტა გვარამიას ტელებოსლის „პრიმა“ ეკა კვესიტაძეც ადასტურებს!

 

აი, რას წერს კვნესიტაძე კვნესა-კვნესით:

 

„აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის უჭკვიანესი სვლა, გნებავთ, მსხვერპლშეწირვა, რომელმაც მოიტანა საქართველოს ცნბადობა მსოფლიოში და 2,5 მილიარდი შემოსავალი ტურიზმისგან, ასევე მსოფლიოს თვალში რუსეთის და პუტინის დისკრედიტაცია, რამაც გააიასნა, რომ პუტინი ყველას მტერია და დააჩქარა იმპერიის მომავალი დაშლა“.

 

ამ ნაბოდვარს რომ კითხულობ, ძალაუნებურად შიშიც კი გიპყრობს – სააკაშვილს კიდევ უფრო „უჭკვიანესი სვლა“ რომ გაეკეთებინა და მხოლოდ ცხინვალის რეგიონი კი არა, არამედ აფხაზეთიდან გორამდე – ან მთლად თბილისამდე მიერთვა ლანგრით პუტინისთვის, ხომ უფრო მაღალი ცნობადობა გვექნებოდა მსოფლიოში?

 

წარმოიდგინეთ, კვნესიტაძეს ავადმყოფური ლოგიკით, როგორი ცნობილები ვიქნებდით მთელ მსოფლიოში, ჩვენზე რომ იტყოდნენ: ქართველები ის უნიკალური ხალხია, რომლებსაც ათასწლოვანი სახელმწიფოდან მხოლოდ დედაქალაქი – თბილისი დარჩათო!

 

აი, ეს არის „სანაცეთის“ ავადმყოფური რაობა და შიგთავსი! აკი, სააკაშვილსაც და მის თანამოაზრეებსაც არაერთხელ უთქვამთ ხმამაღლა – ჩვენ აგვისტოს ომით რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენით! ანუ ამადაც ღირდა აგვისტოს ომიო!

 

ახლა, თავად განსაჯეთ, რამდენად გულწრფელები არიან ნაცხროვის წევრები, როდესაც ტელეკამერების თანხლებით, მწუხარე სახეებით, საძმო სასაფლაოებზე გვირგვინებით დარბიან!

 

ეს ხომ იმ სააკაშვილის მონები არიან, მთელი მსოფლიოს გასაგონად რომ თქვა აგვისტოს ომის დასრულებისთანავე ბრიტანულ „გარდიანთან“ ინტერვიუში – დიდი არაფერი, სულ რამდენი სოფელი და ქვების გროვა დავკარგეთო! ფაქტია – კრემლი ტრადიციული მზაკვრობით ელოდა, როდის მისცემდა სააკაშვილი საქართველოს სატანკო არმადეით დაუთოებისა და ოკუპაციის საშუალებას!

 

სააკაშვილმაც ეს დავალება 5-იანზე შეასრულა, როდესაც დაიწყო სეპარატისტული ცხინვალის მიმართულებით ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა!

 

აი, სულ ეს არის აგვისტოს ომის არსი, რაც შეეხება ცოლ-ქმარ გა-უტიაშვილებს, ისინი პუტინის პამპერსის – სააკაშვილის პამპერსები არიან, ანუ პამპერსის პამპერსები გამოდიან!

 

და აგვისტოს ომი სააკაშვილის ხროვის საბრალდებო დასკვნაა! ქართველი ხალხი და მისი ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება, ადრე თუ გვიან, სააკაშვილსა და მის ბანდას სწორედ ამ საბრალდებო დასკვნით გაასამართლებს!

 

გიორგი გიგაური

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner