logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ამ დილით გარდაიცვალა რომან გვენცაძე... კაცი!
- +

14 აგვისტო. 2017. 15:52


ამ დილით გარდაიცვალა რომან გვენცაძე.

კაცი!


არა მგონია, საქართველოში იყოს საშუალო და უფროსი თაობის მოქალაქე, ვისაც სჭირდებოდეს იმის ახსნა, თუ ვინ იყო რომან გვენცაძე.


...ამ ორმოცი წლის წინ ტელერადიოკომიტეტში გადავწყვიტეთ "გამოგვეჩინა" ორი "მაგარი" ძალოვანი: ოპერატული მუშაკი და გამომძიებელი. ორი თვე ვარჩევდით კანდიდატურებს, არ გვინდოდა შეცდომა მოგვსვლოდა. პროფესიონალიზმით და ზნეობით გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ ერთი ლაქა არ უნდა ქონოდათ...


პირადად ვხვდებოდი მომავალ "ტელე-გმირებს, უამრავ ფილტრში გავატარეთ, ბევრს დავეკითხეთ...


ერთი სიტყვით, შევარჩიეთ (ცოტა დათოც დამეხმარა, სალარიძე, რომლის პოზიციას და რჩევას მაშინაც სრულად ვენდობოდი): ერთი - რომან გვენცაძე, მეორე- ჯემალ გახოკიძე (ჯვარი წერია!). ტელეფილმების ეთერში გასვლის შემდეგ ერთ კაცსაც კი არ წამოცდენია აუგი...


მათი შემდგომი ცხოვრება, კარიერა იმის დასტური იყო რომ არათუ შევმცდარვართ, არამედ ზუსტად ამოვიცანით ამ ორ რიგით(!!!) თანამშრომელში მომავალი თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეები.


რომანზე, როგორც ოპერატულ მუშაკზე, ლეგენდები დადიოდა. ის და ომარ ფოფხაძე ოპერაციაზე უიარაღოდ დადიოდნენ, რამეთუ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ სროლას და ამით თავიდან იცილებდნენ მსხვერპლს. ამ "სტილს" საყვედურობდნენ, მაგრამ აშკარა "პროფი" და რისკიანი ოპერი ჯიუტიც გახლდათ. ამ სიჯიუტის მკვებავი კი ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილება და მორწმუნეობა იყო. ისიც ცნობილია, როგორ ხელს უწყობდა მის მიერ დაპატიმრებულ და ციხიდან გამოსულ ყოფილ დამნაშავეს ადაპტირებულიყო ახალ ცხოვრებაში.


ურთულეს დროში მოუწია შინაგან საქმეთა მინისტრობა. არც რიგითს და არც გენერალს, არსად შეშლია პრინციპულად რამე.


დავით აღმაშენებლის საზოგადოება რომანის და ბაკურ გულუას საქმეა, ისევე, როგორც ნარიყალაზე აშენებული ტაძარი.


პატრიარქს ქონდა სურვილი, რომანისთვის ჩაებარებია იმ დროისთვის უმნიშვნელოვანესი მშენებლობა, მაგრამ რომან ვერ დაითანხმეს... აქაც დიდი ტაქტი და სიბრძნე გამოჩინა...


ბოლო წლებში ავადმყოფობა კი მოერია მის სხეულს, მაგრამ მის გულს და სულს ვერაფერი დააკლო.


ჩვენს ხსოვნაში რაინდად დარჩება და იმ ზეციურ ქვეყნასაც კაცად მოევლინება ძალიან წესიერი და ქვეყნისთვის თავდადებული თბილისელი ბიჭი, სახელად... რომან გვენცაძე!


P.S. „რეპორტიორი" იზიარებს რომან გვენცაძის ოჯახის მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს მათ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner