logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“ და „ქართული ხმები“ რეგიონულ ტურნეს იწყებენ
- +

11 ივნისი. 2019. 15:27

 

 

„14 ივნისს „Check in Georgia“-ს ფარგლებში, „ქართული ხმები“ და „თბილისის ბიგ ბენდი“ რეგიონულ ტურნეს იწყებენ“, - ამის შესახებ „თბილისის ბიგ ბენდის“ დამაარსებელმა გაიოზ კანდელაკმა „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.

 

„შარშან მოვიარეთ ზოგიერთი ქალაქი. წელს, სადაც არ ვყოფილვართ, იმ ქალაქებში მივდივართ და ახალი პროგრამით წარვსდგებით მსმენელის წინაშე. ვაკეთებთ კარგ ქართულ საქმეს!“ - განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.

 

გაიოზ კანდელაკის ინფორმაციით, „თბილისის ბიგ ბენდი“ „ქართულ ხმებთან“ ერთად კონცერტებს შემდეგ ქალაქებში გამართავს:

 

14 ივნისი მცხეთა, კულტურის სასახლე, 17:00 საათი;

15 ივნისი, ველისციხე, 17:00 საათი;

22 ივნისი, ბოლნისი 18:00 საათი;

30 ივნისი, ახალციხე, 19:00 საათი;

6 ივლისი, თელავი, 19:00 საათი;

14 ივლისი, ზუგდიდი, 19:00 საათი;

12 ოქტომბერი, გურჯაანი, 17:00 საათი.

 

„პირველ ეტაპს ამით ვამთავრებთ და შეიძლება კიდევ დაემატოს მოთხოვნის მიხედვით რამდენიმე ქალაქი ამ ზაფხულს. მოლაპარაკება მიმდინარეობს, ტრანსპორტირება თანხებთან არის დაკავშირებული და ვნახოთ, როგორ იქნება, თორემ სურვილი არის“, - განაცხადა გაიოზ კანდელაკმა.

 

როგორც გაიოზ კანდელაკმა „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა, „თბილისის ბიგ ბენდი“ 3 აგვისტოს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული. მისივე თქმით, ორკესტრი აღნიშნულ ფესტივალში უკვე მესამედ მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner