logo_geo
eng_logo
ფილმი „შინდისი“ გრან პრის მფლობელია, დიმიტრი ცინცაძე - საუკეთესო რეჟისორი
- +

20 ოქტომბერი. 2019. 00:29

 


ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. ქართული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა. თავად დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

 

ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში, 11 ოქტომბერს გაიმართა.

 

„შინდისი" 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner