logo_geo
eng_logo
დღეს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იხსნება
- +

13 დეკემბერი. 2019. 17:23

 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. პირველ საფესტივალო საღამოს წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“, მადლი ლაანის ფილმი „აგვისტოს სამი დღე“ და ალის შინის ფილმი „ჰარუს ახალი წელი“.

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ ყოველ წელს ერთდროულად 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს პროფესიონალ და დამწყებ რეჟისორებს, რომლებიც ფილმების საშუალებით ყვებიან მიგრანტთა ისტორიებს (https://www.iom.int/global-migration-film-festival).

 

ფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ 13 -დან 18 დეკემბერამდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება მოკლე და სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ „ამირანის“ მე-2-ე სართულზე წარმოდგენილი იქნება IOM-ის გამოფენა „უთქმელი ამბები - ქართველი დაბრუნებული მიგრანტების ფოტოისტორიები“, რომლის ავტორი ფოტოგრაფი დინა ოგანოვაა.

 

ფესტივალს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner