logo_geo
eng_logo
სოსო გოგაშვილი: აჰმედ ჩატაევი აბუ ჯიხადს ტერაქტის მოწყობას საქართველოში სთავაზობდა
- +

10 ივნისი. 2019. 18:04

 

„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში, სადაც ჩატაევი თანამზრახველებთან ერთად ცხოვრობდა, თემირლან მაჩალიკაშვილი არაერთხელ იმყოფებოდა და იგი კანონმორჩილი მოქალაქე რომ ყოფილიყო, ძალოვან უწყებებს მაშინვე მიაწვდიდა ინფორმაციას მსოფლიო ტერორისტების ხუთეულში შემავალი ჩატაევის თბილისში ყოფნის შესახებ, მაგრამ არც მაჩალიკაშვილმა და არც სხვებმა ეს არ გააკეთეს, რადგან ჩატაევისა და მისი ტერორისტული დაჯგუფების თანამზრახველები იყვნენ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც გოგაშვილმა აღნიშნა, აჰმედ ჩატაევი საველე მეთაურს აბუ ჯიხადს ტერაქტის მოსაწყობად საქართველოს სთავაზობდა.

 

„სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარებული ჩხრეკისას ჩატაევის პირად ნივთებში აღმოვაჩინეთ თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო რეკვიზიტები და დავადგინეთ, რომ უცხოეთიდან თანხები ირიცხებოდა როგორც მაჩალიკაშვილის, ასევე ხიზირ მარგოშვილისა და ანატოლი ბერძენიშვილის სახელზე. გადმომრიცხავები იყვნენ აჰმედ ჩატაევის ძმის ცოლი, გვარად მურზაფეევა და იბრაგი, ადაშევის ცოლი, თუ არ ვცდები, გვარად არცუევა.

 

ჩვენ მიერ ამოღებულ მტკიცებულებებში იყო აუდიოჩანაწერი, რომელშიც აჰმედ ჩატაევი და საველე მეთაური აბუ ჯიხადი საუბრობენ, რომ თურქეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი უნდა განეხორციელებინათ. აჰმედ ჩატაევი აბუ ჯიხადს ტერაქტის მოწყობას საქართველოში სთავაზობდა“, - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner