logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ხშირად გამოხატვის თავისუფლება ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაში გვერევა
- +

27 ივნისი. 2019. 13:04

 

 

„მშვიდობიან მანიფესტაციას არავინ დაპირისპირებია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრმა კობა კობალაძემ ისაუბრა.

 

„თუ ხარ სახელმწიფო და გაქვს შენი პოზიცია, ის აუცილებლად  უნდა გამოხატო. მშვიდობიან მანიფესტაციას არავინ დაპირისპირებია და ჩვენ ყველაფერზე ვიქნებით პასუხისმგებლები. იყო კონკრეტული აგრესია და საკმაოდ ბევრ უაპელაციო ბრალდებასაც ვისმენთ. მე პირადად ვალდებულება არავის წინაშე არ გამაჩნია, გარდა ჩემი ქვეყნისა და უფლისა.

 

პროცესების განვითარება  ჩვენს თვალსაწიერში მოხდა. მინდა იცოდეთ, რომ მხოლოდ ნიკა მელიაზე ვერ ვისაუბრებთ და იქ იყვნენ კიდევ სხვა პირებიც. შეიძლება ვიღაცის ბრალეულობა არის მსუბუქი და ვიღაცის უფრო მძიმე. ზოგიერთს ჰქონდა უფრო მეტი ხედვა და მეტი ინტერესი... ჩვენ უკვე დიდიხანია მუქარას ვისმენთ. მთავრი პრობლემაა კი ისაა, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლება ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაში გვერევა. როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყნის 20%  დაკარგული გვაქვს, გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილე გვჭირდება კონკრეტული თემებით აპელირებაში“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner