logo_geo
eng_logo
პაატა სალია: ამ პრეტენზიას ვერანაირად ვერ მივიღებთ
- +

24 ივლისი. 2019. 17:29

 

„რუსთავი 2“-ში ფინანსური თვალსაზრისით შექმნილი მდგომარეობა მართლაც სავალალოა, რადგან ის თანხები, რომელიც კომპანიის ანგარიშზეა დარჩენილი, ერთი ადამიანის ხელფასის გასტუმრებასაც არ ყოფნის. ფაქტობრივად, უკვე მოსულია ხელფასის გადახდის პერიოდი და პასუხი ვერავისგან მივიღე იმის თაობაზე, თუ რას აპირებენ“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც სალიამ განაცხადა, არსებული ფინანსური მდგომარეობა, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ყადაღას უკავშირდება.

 

„მეუბნებიან - არ არის საკმარისი შემოსავლები, წამგებიანი არხია და თქვენმა ყადაღამ დაგვაზარალაო! ყადაღასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ თუ ტელეკომპანიას დამატებითი თანხები სჭირდებოდა, მზად ვიყავით, ყადაღისგან გაგვეთავისუფლებინა ქონების ის ნაწილი, რომელიც დამატებითი სახსრების მოსაზიდად იყო საჭირო. სამწუხაროდ, მაშინ „რუსთავი 2“-დან კაციშვილი არ შეგვეხმიანა და არც წერილობით გვიპასუხა. ამ პრეტენზიას ვერანაირად ვერ მივიღებთ. არც ის არის ფინანსურად დათვლილი, თუ რა ზიანი მიაყენა ტელეკომპანიას ყადაღამ და, საერთოდ, მიაყენებდა თუ არა ყადაღა „რუსთავი 2“-ს იმ ზიანს, რაზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner