logo_geo
eng_logo
ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი ტელევიზორი მარტო „რუსთავი 2“-ს რომ აჩვენებდეს, ფანჯრიდან გადავაგდებდი
- +

27 ივლისი. 2019. 14:16

 

 

 

მსახიობმა ვახტანგ ტატიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

 

„ჩემი ტელევიზორი მარტო „რუსთავი 2“-ს რომ აჩვენებდეს, ფანჯრიდან გადავაგდებდი. ვულოცავ საქართველოს იმ გადაწყვეტილებას, რაც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა. მესმის, რომ ტელევიზიას თავისი სარედაქციო პოლიტიკა აქვს, მაგრამ ვერ გავიგე, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა გადადექის ძახილია? მესმის იმათიც, ვინც ამ კომპანიაში მუშაობს და ადგილების დაკარგვის ეშინია. არაუშავს, დაწყნარდება სიტუაცია, ყველა არხი თავისუფალია, იმათაც არავინ ზღუდავს, გააგრძელონ მუშაობა და არა ვიღაცის ინტერესების დაცვა. ჩვენც შეგვრჩება ტელევიზორები და ფანჯრიდან გადაგდების სურვილიც დაგვიცხრება“, - განაცხადა ვახტანგ ტატიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner