logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ერთ ფაქტს გავიხსენებ... „რუსთავი 2“-მა ეს დამალა!..
- +

27 ივლისი. 2019. 23:41

 

„რუსთავი 2“ ერთა შორის ეთნიკურ შურს აღვივებდა და ამ ბნელ საქმეს იმ ე.წ. ჟურნალისტების მეშვეობით ახორციელებდა, რომლებიც სინამდვილეში უცხო ქვეყნის აგენტები არიან. დიახ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები არიან სააკაშვილის მიერ „დავერბოვკებული“ აგენტები, რომლებიც ნებისმიერ ბინძურ დავალებას შეასრულებენ!“ - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ერთ ფაქტს გავიხსენებ: „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის ძმამ ყაჩაღობა ჩაიდინა და „რუსთავი 2“-მა ეს ფაქტი დამალა. თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა ამის შესახებ განცხადება და როცა ეს ინფორმაცია გავაჟღერე, „რუსთავი 2“-ის მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა პირდაპირ მითხრა - სანამ მე და მარიამ გაფრინდაშვილი ამ ტელევიზიაში ვიქნებით, შენ დაბლოკილი იქნებიო!

 

დადგა დრო, ლაფერაშვილი და გაფრინდაშვილი გამოაპანღურონ „რუსთავი 2“-დან და, ალბათ, ეთერი ჩემთვის და ჩემნაირი ხალხისთვის გაიხსნება!

 

გავიხსენოთ, ვისთვის იყო „რუსთავი 2“-ის სტუდიები ღია - პედერასტებისთვის, ლესბოსელებისთვის, საქართველოსა და ქართული კულტურის მაგინებლებისთვის და ეკლესიის მტრებისთვის. დაიმახსოვრეთ, როგორც კი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას გადაიბარებს და სიტუაციას დაალაგებს, ნიკა გვარამიას თამადობით, „რუსთავი 2“-ის არაერთი ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - განაცხადა მჟავანაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner