logo_geo
eng_logo
თემურ ჩალაბაშვილი: ერთი ვიდეოთვალი რა გაუხდა საქართველოს, რომ რუსთაველის ფრესკა დაიცვას?
- +

18 ოქტომბერი. 2019. 22:39

 

თბილისის საპატიო მოქალაქე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი იერუსალმში ქართული ფრესკების მდგომარეობაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებას მათი დაცვის უზრუნველყოფას სთხოვს. 

 

როგორც პოეტი "კვირასთან" ინტერვიუში აცხადებს, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მასთან საყვედური გამოთქვა, რატომ არ ივლით ქართველები თქვენს ხატებსო. 



"ეს ხომ ქართული კულტურის ყველაზე დიდი სიყვარულია, უძვირფასესი სიწმინდე და საგანმანათლებლო კერაა ქართველებისთვის, იქ თამარის ხატია, პეტრე იბერის, იქ არის „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“… იმხელა სიყვარულია საქართველოსი. გვითხრეს, - ტაძარში არაქრისტიანებიც შედიან და აზიანებენ სიწმინდეებს. რამდენიმე წლის წინ ჩამოფხიკეს რუსთაველის ფრესკა, ამოჩიჩქნეს თვალები შოთას…  და ამ უნიკალური ფრესკის დაცვაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ!", - აცხადებს თემურ ჩალაბაშვილი.

 

მისივე თქმით, მონასტერში ვიდეოთვალი არ არსებობს და ადვილი შესაძლებელია ხატები ისევ დააზიანონ.

 

"ამას ქართველები რატომ არ უვლითო, საყვედურივით გვითხრა წინამძღვარმა. დამნაშავესავით ვიგრძენით თავი. აქ, ჩვენთან რომ ძალიან პატრიოტობენ და სიყვარულის პარტიებს ქმნიან, ნუთუ არ შეიძლება, დაფინანსდეს და ვიდეოთვალი გაკეთდეს, 10 ათასი აშშ დოლარიც არ უნდა ამის დაყენებასო, ერთი ვიდეოთვალი რა გაუხდა საქართველოს, რომ დააყენოს წმინდა მიწაზე, ჯვრის მონასტერში?", - აცხადებს პოეტი. 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner