logo_geo
eng_logo
თენგიზ კალანდაძე: ჰიგიენის წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას, ნუ ჩავყრით წყალში ექიმების შრომას
- +

21 მარტი. 2020. 02:22

 

 

 

სურსათის მარაგებისა და ფასის მონიტორინგის შტაბის უფროსის, პროფესიით ეპიდემიოლოგ თენგიზ კალანდაძის განცხადებით, არ ეთანხმება ეკლესიის მოსაზრებას იმაზე, რომ საეკლესიო ღვთისმსახურებისას ვირუსის გავრცელების რისკი არ არის. მისი თქმით, ადამიანების სიმჭიდროვე საფრთხისშემცველია და დაუშვებელია ერთი კოვზის რამდენიმე პირის მიერ გამოყენება.

 

 

"ვთხოვ ყველას, როგორც მოსახლეობას, ასევე, ეკლესიას ნუ ჩავყრით წყალში ჩვენი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდადებულ შრომას და ნუ მივცემთ საშუალებას, რომ ვირუსი გავრცელდეს ეკლესიიდან", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

 

 

კალანდაძე აცხადებს, რომ ჰიგიენური წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას და გულით ლოცვა სახლშიცაა შესაძლებელი.

 

 

"რატომ არ ამბობენ ამას არ ვიცი, ეტყობა ერიდებიან და ეს გასაგებია, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით: დიახ, ეს საშიშია... ძალიან მარტივად ვიტყვი, როგორც სპეციალისტი, რომ ჰიგიენური წესების დაცვა ხელს არ უშლის რწმენას.

 

დღეს ჩვენ გავდივართ დანის პირზე, მაქსიმალურად შენარჩუნებელია ეს ჩვენი ექიმების ძალისხმევით და პროფესიონალიზმით და ვთხოვ ყველას, ერთობლივად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე გავიდეთ გამარჯვებით.

 

 

რწმენა თუ გაქვს ძალიან კარგია და შესანიშნავია, სახლში ვილოცოთ დროებით, რამე მნიშვნელობა აქვს ამას? ზიარების პროცედურები გასაგებია, მაგრამ რწმენით ვილოცოთ სახლში, გულით გვიყვარდეს უფალი", — განაცხადა მან.

 

 

 

დღეს, 20 მარტს სინოდმა განაჩინა, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება. მათი თქმით, ეკლესიის წევრისთვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება, ყოვლად მიუღებელია. გარდა ამისა, მათი თქმით, ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება და აღდგომის წირვაც არ გაუქმდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner