logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: აღდგომა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაა, ვიყოთ სამაგალითონი და დავრჩეთ სახლში
- +

15 აპრილი. 2020. 01:11

 

“აღდგომა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაა, ამიტომ სასაფლაოზეც, როგორც სიკვდილის მუზეუმში, ცოტა მერე წავიდეთ. გაიმარჯვოს სიცოცხლემ სიკვდილზე ყველგან. ავიყვანოთ თავი ხელში და დავიცვათ კანონი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

 

„ძალიან ნათლად და ცხადად არის ნათქვამი - დარჩი სახლში. ეს არის ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, შეიძლება ითქვას, გმირობაც. მცირე ანალოგიას გავაკეთებ. როდესაც ადამიანი მონაწილეობს ლიტურგიაში, მისი საბოლოო მიზანია სულის ცხონება ანუ გადარჩენა. დავიმახსოვროთ ეს სიტყვა. როდესაც რიო-დე-ჟანეიროში თვითმფრინავი ჩამოვარდა და იოსებ ჟორდანია უნდა გადარჩენილიყო, თვითონ რომ მოიხსნა და 6 თვის ამერიკელ გოგონას მისცა, შენ გადარჩიო. მოდი დავიმდაბლოთ თავი და დავრჩეთ სახლში. დარწმუნებული ვარ, რომ მოწყალე და სამართლიანი აზრთა გამრიგე ამხელა მსხვერპლს დამიფასებს. აღდგომა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაა, ამიტომ სასაფლაოზეც, როგორც სიკვდილის მუზეუმში, ცოტა მერე წავიდეთ. გაიმარჯვოს სიცოცხლემ სიკვდილზე ყველგან. ავიყვანოთ თავი ხელში და დავიცვათ კანონი. სახელმწიფოს, რომელმაც თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ორი დიდი ინტერესის ჰარმონიის ძებნა დაიწყო, მას ხომ ნეგატიურთან ერთად პოზიტიური ვალდებულებაც აქვს. ნუ დავაყენებთ არჩევანის წინაშე, არ დავარღვიოთ კანონი. ვიყოთ სამაგალითონი და დავრჩეთ სახლში. გავხდეთ ჩემპიონები კანონის არდარღვევაში და დავუნგრიოთ ეს სტერეოტიპი როგორც გარე სამყაროს, ასე ჩვენს შიგნით არსებულ სკეპტიკოსებს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner