logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ახალგაზრდებს სურთ მოხალისეობა, მაგრამ საზოგადოებამ ამით არ უნდა ისარგებლოს
- +

15 აპრილი. 2020. 02:56

 

 

“რა თქმა უნდა, როდესაც ხდები ექიმი, პირველი კურსიდან გაქვს სურვილი, გადაარჩინო ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი მეზობელი უნდა გიბიძგებდეს ამ ქმედებისკენ, თვითონ კი არ იცავდეს დასაცავ ზომებს, რის გამოც შენ იძულებული ხდება ჩაერთო ამ რთულ ბრძოლაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

 

 

„რაც შეეხება ექთნებს, მე არ მინდა მათი ფუნქცია დაკნინდეს, ვინაიდან კარგი ექთანი უმეტეს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ატარებენ პაციენტთან ძირითად ტვირთს, რომელიც ხშირ შემთხვევაში უფრო ინტენსიურია, ვიდრე ექიმის. გამოსავალი არის, მაგრამ ამაზე თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს კარგი გამოსავალი არაა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვთხოვოთ დახმარება მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს, მაგრამ სურთ თუ არა მათ მშობლებს, რომ მათი შვილები ამ კრიტიკულ მდგომარეობაში მოხალისეები იყვნენ. რა თქმა უნდა, როდესაც ხდები ექიმი, პირველი კურსიდან გაქვს სურვილი, გადაარჩინო ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი მეზობელი უნდა გიბიძგებდეს ამ ქმედებისკენ, თვითონ კი არ იცავდეს დასაცავ ზომებს, რის გამოც შენ იძულებული ხდება ჩაერთო ამ რთულ ბრძოლაში. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ამას გააკეთებენ. ისინი უკვე გამოხატავენ ამ სურვილს, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლოს საზოგადოებამ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner