logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ არის ძალიან ბრძენი ქალბატონი
- +

21 მაისი. 2020. 00:52

 

 

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაამტკიცა ის, რის გამოც მას მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობის და ამომრჩევლების უმრავლესობამ. მან დაადასტურა, რომ არის ძალიან ბრძენი ქალბატონი. დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში, კარგად იცნობს მსოფლიოს და კარგად იცის დიპლომატიური წიაღსვლები. რაც მთავარია, ესმის ამ ქვეყნის ჭირ-ვარამი - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 

 

„ჩემთვის ცალსახად არის სამაგალითო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რეალურად არც ერთი და არც მეორე არანაირ ფასეულობას ამ ქვეყნისთვის და არაფრისთვის საერთოს, არ წარმოადგენენ. ის სრული გაუგებრობა და ჩემი აზრით, აბსოლუტური პოლიტიკური ქაოსი, რომელიც დრეს მსოფლიოში შეიქმნა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნას, ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს. ეს მდგომარეობა მთლიანად განმუხტა. რეალურად, დღეს დარჩა ქარიშხალი ჭიქაში, რომელიც ძირათადად ფეიკნიუსებში და ფეიკმედიებში არის დარჩენილი. არანაირი ვნებათაღელვა ამასთან დაკავშირებით არ არის, თუმცა გულს ტკენა მესმის. მესმის, უამრავი ადამიანის ის უსამართლობის განცდა იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით რას წარმოადგენს ოქრუაშვილიც და უგულავაც. მე არაერთხელ მითქვამს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner